ტრამპი ამერიკული მედიის ნაწილს და დემოკრატებს ისევ აკრიტიკებს
ტრამპი ამერიკული მედიის ნაწილს და დემოკრატებს ისევ აკრიტიკებს. შტატების პრეზიდენტი დემოკრატებს კომუნისტებად მოიხსენიებს, მედიას კი ამის შესახებ მხოლოდ ნეგატიური და ყალბი ცნობების გავრცელებაში ამხელს და ამბობს, რომ ამის ფონზეც კი მან საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებზე სრულ გამარჯვება მოიპოვა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. თეთრი სახლის ლიდერმა ასეთ მედიასაშუალებებს შორის New York Times-ი, CNN-ი, ABC, CBS-ი და NBC დაასახელა და აღნიშნა რომ მათ რეიტინგი სულ უფრო მცირდება
