დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
მეხსიერება არ შეიძლება, სიძულვილის იარაღად გამოიყენონ, აუცილებელია სიმართლეზე, მეხსიერებასა და იმედზე დაფუძნებული სოლიდარობის შენარჩუნება - განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღეს გააკეთა. დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა ვოლინის ტრაგედიის ყველა მსხვერპლის სახელის დადგენის და ასევე პასუხისმგებლების იდენტიფიცირების აუცილებლობას. ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციოზს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული
