კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის, „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშის საკანონმდებლო აკრძალვა მოითხოვა. ნავროცკიმ ამის შესახებ უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ რადრუჟში გამართული მემორიალური ღონისძიებების დროს განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ვარშავა არა უკრაინელ ხალხს, არამედ „ბანდერას იდეოლოგიას“, და იმათ ადანაშაულებს, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას კვლავ იყენებენ
