დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. ქრისტეს მოციქულთა და მოწაფეთა შორის ეკლესია, განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მოციქულთა თავს უწოდებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს. დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც წელს 1 თვე გაგრძელდა
