„სააკაძეობა“ კასპის სოფელ ნოსტეში
კასპის სოფელ ნოსტეში გამოჩენილი მხედართმთავრისა და ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა. „სააკაძეობა“ წლები არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
