ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს გამოეხმაურა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს გამოეხმაურა. აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ირანი კი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, მემორანდუმის პირობებს იცავს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რაც ამერიკული მხარის განმარტებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმებით არის განპირობებული.
