საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა. დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთაც განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით შეარჩევენ.
