19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება
19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება. ასევე დაგეგმილია ფანზონის მოწყობა. მატჩების ჩნებემადე კი აქტივობები ტარდება. იმ თარიღებში კი, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა. გარდა ამისა, ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისა და ფეხბურთის შესახებ.
