გრძელდება დაჭრილი მებრძოლების კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული
გრძელდება დაჭრილი მებრძოლების კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიების მიზანი დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენაა.
