ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა
ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა. ქართველმა კინორეჟსორმა სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა. სცენარისთვის გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ ჭუბერის ეპიზოდები გამოიყენა. ფილმში ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი ქართული სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ მსახიობები და აფხაზეთიდან დევილი ქალები მონაწილეობდნენ. რეჟისორმა აფხაზეთის ომის და ჭუბერის უღელტეხლის სცენები ორიგინალური ხერხით, ანიმაციის საშუალებით გააცოცხლა ეკრანზე. თავად ამბებს კი ომგამოვლილი ქალები და მსახიობები ყვებიან.
