ლექცია-კონცერტი, რომელიც მუსიკასა და ფილოსოფიას აერთიანებს
ლექცია-კონცერტი, რომელიც მუსიკასა და ფილოსოფიას აერთიანებს. ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა. ღონისძიება საფორტეპიანო ხელოვნებისა და მუსიკალური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიეძღვნა. თეა მარიამიძე-დიკერომ ილაპარაკა საფორტეპიანო ხელოვნების განვითარების, ინტერპრეტაციის თავისებურებებისა და მუსიკის ფილოსოფიური მნიშვნელობის შესახებ.
