„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსმენელებს უსაფრთხოების სისტემის, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის საშუალება ჰქონდათ. კურსი მოიცავდა დისკუსიას ეროვნული იდენტობის ასპექტებზე, მათ შორის კულტურისა თუ სპორტის როლზე ქვეყნის ერთსულოვნების განმტკიცების პროცესში. პროგრამა, ასევე, მოიცავდა კრიზისული სიტუაციის მართვის სიმულაციურ სწავლებას.
