ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება
ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება. ციფრების მიუხედავად კი ოპოზიცია არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, თუმცა აღიარებს, რომ ეკონომიკა იზრდება. მოქმედი კურსის შესაბამისად ერთი დოლარის შეძენა, 2 ლარად და 63 თეთრად არის შესაძლებელი.
