ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო
ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს. ფესტივალი მაილს დევისის ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა თავისი ბენდით გახსნა. მელომანები ასევე მოუსმენენ ერიკ ბენეს და გრემის მრავალგზის ნომინანტ ფანკ-ჯაზ ჯგუფ გოსთ ნოუთს.
