პრემიერი ნიკა გვარამიაზე
ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ოპოზიციის სტრატეგიაზე წერია და ნათქვამია, რომ მთავარია ქვეყანაში აქციები, ქვეყნის გარედან კი სანქციები, პრემიერ მინისტრის შეფასებით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების მორიგი გამოხატულებაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავს ქმედებებს სათანადო, მათ შორის სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
