შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილესთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილესთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
