გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმის მასალების მიხედვით, მარტაშვილმა სოციალურ ქსელში ლევან ჭაფოძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ჭაფოძემ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართა.
