კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა
ქართველი ხალხის მდიდარი ინტელექტუალური შემოქმედება. ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა წარუდგინა. მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის დელეგატმა და დიპლომატმა ქართული დამწერლობის, 1 700 წლოვანი ქრისტიანული ისტორიისა და 8 000 წლოვანი ღვინის კულტურის უნიკალური ექსპოზიციები დაათვალიერა. საღამოს კულმინაციად კი ანსამბლ „ბასიანისა“ და ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ გრანდიოზული პერფორმანსი იქცა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
