ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი
საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. „ჩენდლერის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის“ გლობალურ რეიტინგში ქვეყანამ პოზიციები 4 პუნქტით გაიუმჯობესა. ამ მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და ირლანდია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარება ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს, ეფექტიანი მმართველობისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის შედეგია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
