2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია. ორ ადამიანს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს, თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2015 წელს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა ილაპარაკა. ბრიფინგზე ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, საქმესთან შეხების მქონე სხვა პირთა დადგენის მიზნით. მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედა აცხადებს, რომ მკვლელობას მფარველები ჰყავდნენ. მისი თქმით, კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმის მიჩქმალვაში.
