თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე აღარ ჰყავს. ვინ შეცვლის ბოკუჩავას, უცნობია. პარტიაში კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს ამბობენ და მიხეილ სააკაშვილის მითითებას ელოდებიან. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიის რეფორმის გეგმას სწორედ სააკაშვილი გამოაქვეყნებს. ნანუკა ჟორჟოლიანზე პოზიციები შეცვლილია, ის თავმჯდომარე აღარ იქნება.
