სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. პროექტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით, ხორციელდება. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განსავითარებლად შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა.
