ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მკაცრად დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება. ნიკოლოზ სამხარაძემ აუდიტორიას ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების პროცესიც გააცნო. ის, თუ როგორ და რა ვადაში შედგა დასკვნა და რატომ არ იზიარებს მას ხელისუფლება. ჰააგაში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში იგეგმება საქართველოს შესახებ კონგრესმენ ჯო ვილსონის მორიგი რეზოლუციის კენჭისყრა. ეს დოკუმენტიც, მმართველი გუნდის შეფასებით, ბევრჯერ მოსმენილი დაუსაბუთებელი ბრალდებების გაგრძელებაა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
