შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის შვიდკილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის შვიდკილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. ეს გზა ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს. სამუშაოს მიმდინარეობას ინფრაქტრუქტურის მინისტრი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პარალელურად მინისტრმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
