ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვდა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვდა. მხარეებმა არსებული თანამშრომლობა, სამართალდამცავ სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის და სხვა საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა. საქართველოში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშემ დავით კიკნაძეს .FBI-ის ხელმძღვანელობის სახელით მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სამართალდამცავ თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მადლობის წერილი გადასცა.
