უხვი ნალექის შედეგად, მარიჯანის 4 ნომერში ჩამოშლილი ფერდის გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
უხვი ნალექის შედეგად, მარიჯანის 4 ნომერში ჩამოშლილი ფერდის გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ვაკის გამგებლის თქმით, არსებული ვითარება ადგილობრივების გამოყვანას არ საჭიროებს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა მუნიციპალური ლაბორატორიის და სამხარაულის ექსპერტიზის ანალიზი. დასკვნის და რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარდება ფერდის გამაგრებითი სამუშაო. კომპანია, რომელსაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაეწყო დაჯარიმებულია, სამშენებლო სამუშაო კი შეჩერებული.
