სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 236 საბრძოლო ვაზნა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
