დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი ადამიანი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი ადამიანი. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - კილონახევრამდე წონის, ასევე, 66 შეკვრად დაფასოებული „მარიხუანა“. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
