სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. გეკა გელაძის თქმით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად გააუმჯობესებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
