შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი”, „ტეტრა-ჰიდრო-კანაბინოლი“ და „ალფა-პვპ“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
