სროლა ნიუ იორკში - დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი
ნიუ იორკში სროლის ხმა ისმოდა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, ინციდენტი საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას მოხდა, როდესაც ქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფოიერვერკი მოეწყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
