ეუთოს ტრიბუნიდან, საპარლამენტო დელეგაციამ არაერთი გზავნილი გააჟღერა
ორმაგი სტანდარტი საქართველოს მისამართით და ჯო უილსონის დეზინფორმაციები ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ეუთოს ტრიბუნიდან, საპარლამენტო დელეგაციამ არაერთი გზავნილი გააჟღერა და კიდევ ერთხელ განამტკიცა ქვეყნის პოზიცია და ინტერესები. მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულო რეზოლუცია აცდენილია რეალობას, სადაც ნახსენებია არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრები. მმართველი გუნდის ძალისხმევით საბოლოო დეკლარაციაში მოხვდება, ისეთი საკითხები, რაც ეხება ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობას.
