ჰააგაში მიმდინარე ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, გამოწვევებსა და ქვეყნის პროგრესზე ილაპარაკეს
ჰააგაში მიმდინარე ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, გამოწვევებსა და ქვეყნის პროგრესზე ილაპარაკეს. ხაზი გაუსვეს საქართველოს მიმართ არსებულ უსამართლო დამოკიდებულებას. რუსული ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიებზე და მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის გამოყენებასა და დასკვნებს, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს, საუბარია ეუთოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაზე. როგორც ქართულმა მხარემ გააჟღერა, ერთი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ბრალდებებს. მათივე თქმით, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. დელეგაციამ არაერთ საერთაშორისო პროექტზე ილაპარაკა და შუა დერეფანში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი. ქვეყანა ერთგულია წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგრადობაში.
