ჩინეთი და რუსეთი ივლისში, ქალაქ ცინდაოს მახლობლად საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება
ჩინეთი და რუსეთი ივლისში, ქალაქ ცინდაოს მახლობლად საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მისი მიზანი უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა და რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაა.
