„თბილისის ურბანული ტყე“ მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა. 2020 წელს დაწყებულ პროექტს, რომელიც მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. სამუშაოებს პროფესიულად უწევდნენ ზედამხედველობასა და შეფასებას დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც „თბილისის ურბანული ტყის“ შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორია დაათვალიერეს ნიადაგმცოდნეებმა და ფიტოსოციოლოგებმა. „თბილისის ურბანული ტყე“ მთაწმინდის, ნარიყალას, სოლოლაკის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტყის მასივებს აერთიანებს. უკვე აღდგა 700 ჰექტრამდე ტერიტორია, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა.
