პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქალაქ სერკოზის სიახლოვეს 2 დღის წინ გაჩნდა და 11 000 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო.
