პოლონეთის ოპოზიციური პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ თანაპარტიელებს მოუწოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრება დაბლოკონ
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ თანაპარტიელებს მოუწოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრება დაბლოკონ, სანამ კიევი „ბანდერასა და სხვა ბოროტმოქმედების კულტთან“ დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას არ გადახედავს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. წერილში კაჩინსკი აღნიშნავს, რომ, თუ მისი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას ევროკავშირში გაწევრების საშუალებას არ მისცემს, სანამ ის კურსს არ შეცვლის. კაჩინსკი თანაპარტიელებს ასევე მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა პრემიერ ტუსკის ძალისხმევა დაბლოკონ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის პრივილეგირებული პირობებით გაწევრებისკენ იქნება მიმართული.
