მერაბ დვალიშვილი თბილისშია და „რაფ ჯორჯიასთვის“ ადგილზე მოემზადება
მერაბ დვალიშვილი თბილისშია და „რაფ ჯორჯიასთვის“ ადგილზე მოემზადება. UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის პირველი ნომერი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. დვალიშვილის გარდა, 11 ივლისს კიდევ 4 ქართველი სპორტსმენი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს. „რაფ ჯორჯიას“ პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შაბათს, 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, MMA-ის ვარსკვლავები და უმაღლესი დონის სპორტსმენები, დიდი გამარჯვების მოლოდინში არიან.
