დააკავეს მოქალაქე, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა
დააკავეს მოქალაქე, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა. ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები. მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
