სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" წარადგინა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" წარადგინა. წარმოდგენა გადმოსცემს იმ თაობის სევდას, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია. სპექტაკლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას
