ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა. წარმოადგინეს ის რობოტექნიკა, რომლითაც მოზარდები სასწავლო კურსს გაივლიან. რობოკლუბი მეჯვრისხევის გარდა, გორსა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიხსნება, სადაც მოზარდები გადამზადდებიან რობოტექნიკის, პროგრამირების და პრაქტიკული სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით. ინიციატივის მიზანია მოზარდებისთვის თანამედროვე სთიმ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარების განვითარება
