აჭარაში მემთეურებს, მთა ჩირუხში უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
აჭარაში მემთეურებს, მთა ჩირუხში უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. პროგრამის მიზანია ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გადაეცემათ მედიკამენტების პაკეტი. სერვისი ხელმისაწვდომია მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და მაღალმთიანი სოფლის 11 ამბულატორიაში
