სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
პატიმრობა შეეფარდა გიორგი მალანიას, რომელსაც ბრალად ედება დახმარება გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში. პროკურორის განმარტებით, მალანია მიმალვას ცდილობდა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, ადვოკატი კი საპირისპიროს ჰყვება. დაკავებულს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სწორედ გიორგი მალანია აწვდიდა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულებს მათთვის საჭირო ინფორმაციას
