მოზარდმაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
მოზარდმაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა. "უღრანი ტყის ყაჩაღები" ასე ჰქვია საბავშვო დადგმას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექმნა. ზღაპრის ავტორმა სპექტაკლი ჯადოსნურ ამბავზე, ტყის თავგადასავლებზე, სიკეთესა და მეგობრობაზე თეატრისთვის , ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა. საბავშვო დადგმა უჩვეულო სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით, სცენაზე ყველა თაობის მსახიობს აერთიანებს. მოზარდმაყურებელთა თეატრი სეზონს 12 ივლისს დახურავს და დასავლეთ საქართველოში 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება
