რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა. თავდაპირველად 10 ათასი ძირი ენდემური ხე-მცენარის დარგვაა განსაზღვრული, მათგან 4 ათასი კი უკვე უკვე დაირგო. მოხალისეობრივი კამპანიის - ,,გააგრძელე ჭალის ტყის ისტორიის", ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ. დარგვის პროცესის დაწყებამდე, ჭალის ტყის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. პროექტის მომდევნო ეტაპებზე, ანტისეპტიკის სისტემის და სარწყავი ქსელის მოწყობაა განსაზღვრული
