მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა, ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებს. სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი, პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ. მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც დაათვალიერებინა. ეკონომიკის მინისტრმა, შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი
