გიორგი მალანიას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე, გიორგი მალანიას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. მალანია არასრულწლოვანია, შესაბამისად, ბრალის წარდგენას მისი მამა ესწრებოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ ივლისს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
