კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და ბაზრობაზე, ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდითა და რამდენიმე პროექტით წარდგა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და ბაზრობაზე, ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდითა და რამდენიმე პროექტით წარდგა. საქართველო წარმოდგენილი იყო სამ სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პროექტებით. ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისიც, რომ საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრი იყო საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, მარიამ კანდელაკი.
