მმართველი გუნდის შეფასებით "ნაციონალური მოძრაობა" არა ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს
მმართველი გუნდის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" არა ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ამის მორიგი დადასტურებაა თინა ბოკუჩავას აღიარებაც, საიდანაც ირკვევა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის შეცვლა მის ჯანმრთლობის მდგომარეობას არ უკავშირდებოდა და ორი წლის განმავლობაში საკუთარ მხარდამჭერებს და საზოგადოებას ატყუებდნენ.
