ევროპარლამენტი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება
ევროპარლამენტი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება. „იქსის“ ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ამ განცხადებას ეხმიანება შვეიცარიელი პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პასკალ ლოტაზი. იგი წერს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ემუქრება და მხოლოდ ბრიუსელის ტექნოკრატებისთვის მოსაწონ არჩევანს და დემოკრატიას აღიარებს.
